ინტერვიუ
იმპერიის ბუნებაა ასეთი, პატარა ერები რომ ერთმანეთს გადაკიდოს და მერე ,,სამშვიდობოს" როლი შეასრულოს
44 დღიანი ომიდან ერთი ტკივილიანი წელი გავიდა - ასე იხსენებს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხური თემი ყარაბაღის კონფლიქტს, რომლის შესახებ საუბარი და მით უმეტეს, ომის დეტალების გახსენება თითქმის, არავის უნდა. 2020 წლის ოქტომბერი ჯავახეთის 20-მდე ოჯახისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა.

რუსეთის მცდელობას, სულ უფრო მეტად გაიმყაროს პოზიცია კავკასიაში, ხედავენ პოლიტოლოგები. რონდელის ფონდის მკვლევარი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგებს აანალიზებს. ზურაბ ბატიაშვილის აზრით, ე.წ. რუსი სამშვიდობოების ბუნება ყველასთვის ნათელია.

27 სექტემბერი სიმბოლური თარიღი გამოდგა ქართველი და სომეხი ერისთვის. წელს სოხუმის დაცემიდნ 28, ხოლო ყარაბაღის კონფლიქტიდან ერთი წელი გავიდა. რუსეთი პოლიტიკას არ ცვლის და ე.წ. ,,სამშვიდობოების" რაოდენობას რეგიონში მაქსიმალურად ზრდის.


| Print |