ინტერვიუ
"დაბომბვიდან ნახევარ საათში წამოვედით, ახლა ეგ ბაზაც დაიკავეს" - ახალციხელი ალექსანდრე ჩუბინიძე
27 წლის ახალციხელი ალექსანდრე ჩუბინიძე უკრაინისა და საქართველოს დასაცავად უკრაინელებთან ერთად იბრძვის. როგორც ახალგაზრდა მებრძოლი ჰყვება, რუსეთის მიერ დილით ადრე დაიბომბა აეროპორტები. მას შემდეგ უკრაინის ჯარი სრულ მზადყოფნაშია.

ალექსანდრე ჩუბინიძის თქმით, მათი მისვლიდან 5 წუთში დაბომბეს სამხედრო ბაზა და მიმდებარე ტერიტორია ბელორუსიის საზღვართან, რომელსაც ახლა უკვე რუსები აკონტროლებენ.

ახალგაზრდა მებრძოლი ამბობს, რომ პანიკა იგრძნობა, თუმცა არც იმდენად, რომ მობილიზება ვერ შეძლონ.

"პუტინი დროს ებრძვის, ხალხს ვერა. ცივილიზებულ სამყაროს ასე დაუპირისპირდე, ვფიქრობ ძალიან ზედმეტია" - აღნიშნავს ალექსანდრე ჩუბინიძე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ქალაქები რუსეთის მიერ დღეს დილიდან იბომბება. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა.

| Print |