ინტერვიუ
"ომს არ იგებენ ტანკები, ომს იგებენ ადამიანები" - პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე
უკრაინაში რუსეთის შეტევების პირველი და მეორე ეტაპი ჩაფლავდა - ამბობს გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, ახალციხელი ლაშა ბერიძე.

პოლკოვნიკს აქვს მოლოდინი, რომ იქნება დიდი მსხვერპლი და დანაკარგი, მაგრამ ოკუპანტ ქვეყანას კიევის აღება იმაზე მეტად გაუჭირდება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

მისი თქმით, რუსეთის მოლოდინი - მიეღო შეშინებული მთავრობა და მორალურად გატეხილი უკრაინელი ხალხი, არ გამართლდა.

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის მუქარას ბირთვული იარაღის გამოყენებაზე - ლაშა ბერიძე ამბობს, რომ ეს სისუსტის ნიშანია. ის ფიქრობს, რომ დასავლეთი უკრაინას ტექნოლოგიური შეიარაღებით უნდა დაეხმაროს.

ომს არ იგებენ ტანკები, ომს იგებენ ადამიანები, რომლებიც იქ სხედან - ამბობს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე „მეცხრე არხთან“.


| Print |