ინტერვიუ
ომიკრონის ფონზე, იმატა ცრუ კრუპის შემთხვევებმა - პედიატრი
კაცობრიობას ომიკრონის გავრცელების პირობებში სიმშვიდის საფუძველი არ აქვს - ამბობს პედიატრი ქეთინო ჯინჭველაძე.

ექიმ-ინფექციონისტის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი გაცილებით მარტივად მიმდინარეობს, თუმცა ხშირია ბავშვებში გამოვლინება. ამასთან, იმატა ცრუ კრუპის შემთხვევებმა.

პედიატრი მშობლებს ურჩევს, რომ ერთ წლამდე ბავშვის ინფიცირების შემთხვევაში, რაც არ უნდა მსუბუქად მიმდინარეობდეს, ჩვილი ექიმთან კონსულტაციაზე აუცილებლად უნდა მიიყვანონ.

ექიმის თქმით, მსუბუქი მიმდინარეობის დროს ვირუსს ახასიათებს დაღლილობა, სურდო, ცემინება, ოფლიანობა, თავის და კუნთების ტკივილი.

ომიკრონის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია პაციენტების მხოლოდ 1%-ს სჭირდება. თუ ქვეყნის ეპიდვითარებას ზოგადად შევხედავთ, ჩანს, რომ ომიკრონი დომინანტია, მან თითქმის, სრულად განდევნა დელტა შტამი.


| Print |