ინტერვიუ
პროდუქტის დეფიციტი არ იქნება, მაგრამ ახლო მომავალში რეკორდულად გაძვირდება - ივა ჭყონია
საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტის გაძვირებასთან დაკავშირებით, პესიმისტური მოლოდინი აქვთ ეკონომისტებს. ექსპერტები გაძვირებული ცხოვრების მთავარ მიზეზად, ლარის გაუფასურებას მიიჩნევენ. ამბობენ, რომ სახელმწიფო ვალუტის მიმართ, ბიზნესის ნდობა ფაქტობრივად ნულის ტოლია. აქედან გამომდინარე, ლარის გამყარების და ფასების კლების არასაიმედო პროგნოზს აკეთებს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი. ივა ჭყონია გაძვირების მიზეზად იმპორტირებულ პროდუქციას, საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილებას და ნავთობის გაზრდილ ღირებულებას ასახელებს. დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციაში გამოსავალს თანმიმდევრულ ინვესტიციებსა და მთავრობის მხრიდან სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ხედავენ.

| Print |