ინტერვიუ
პოლონეთში ჩასულ უკრაინელ დევნილებს ახალციხელი ძმები ეხმარებიან
პოლონეთში ჩასულ უკრაინელ დევნილებს მოხალისეები ხვდებიან და დაბინავებაში ეხმარებიან, მათ შორის არიან ახალციხელი ძმები - ივერი დ თორნიკე ბალახაშვილები. ისინი მესამე დღეა ქალაქ კატოვიცეს რკინიკზის სადგურზე არიან და ლტოლვილებს თბილ ტანსაცმელს, საკვებს, საბავშვო ნივთებს ახვედრებენ. ჰუმანიტარულ დახმარებას აგრვებენ ადგილობრივები. ისინი საკვებს საკუთარი ხელით ამზადებენ და სადგურზე უკრაინელებისთვის მიაქვთ. ივერი ბალახაშვილი პოლონეთში მისი დაბადების დღის აღსანიშნად ჩავიდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ იქ იმდენ ხანს დარჩება, რა დროც დევნილების დამარებას დასჭირდება.

| Print |