ინტერვიუ
"პასუხისმგებელი სტრუქტურა არ არსებობს" - დავით მესხიშვილი
მგზავრობის გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად, საწვავზე ფასის ზრდასთან ერთად, მძღოლები ტრანსპორტის მოვლა-შენახვის ხარჯების გაზრდასა და ავტონაწილების გაძვირებას ასახელებენ. მათი თქმით, დიდი ხანია ავტოპარკი ვეღარ ახლდება.

ამას ადასტურებს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის კვლევა, რომლის მიხედვითაც, ტექინსპექტირებაზე სამგზავრო ტრანსპორტის 85% არ გამოცხადდა - კვლევის საგანგაშო შედეგებსა და უსაფრთხოების ნორმების არარსებობაზე ასოციაციის პრეზიდენტი „მეცხრე არხს“ ესაუბრა.

დავით მესხიშვილის თქმით, სისტემა დაუყოვნებლივ რეფორმას საჭიროებს, რადგან ამ საკითხს არავინ აკონტროლებს. მისი განცხადებით, პასუხისმგებლობა სახელმწიფო უწყებებმა უნდა გადაინაწილონ. დავით მესხიშვილი მგზავრობის კიდევ გაძვირებას არ გამორიცხავს.

| Print |