ინტერვიუ
რუსეთთან მეგობრობა და ნეიტრალიტეტი, ეს არის წამგებიანი თამაში - ლაშა ბერიძე
საქართველოს ნეიტრალიტეტის თემა ბოლო პერიოდში განხილვის საკითხი გახდა. მთავრობა და ოპოზიცია თემის წამოწევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. გავრცელებული მოსაზრებით, ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსით ქვეყანამ უარი უნდა თქვას ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, სამაგიეროდ, მას აღარ დაემუქრება რუსეთის მხრიდან აგრესია.

ნეიტრალიტეტის საკითხი აბსურდად მიაჩნია საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის ყოფილ მოადგილეს. პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის აზრით, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ რუსეთის ზეგავლენის ქვეშ მოექცე. მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გვინდოდეს, ისეთი სახელმწიფოს გავლენის ქვეშ ყოფნა, რომელიც მეგობარ ქვეყნებს მხოლოდ მაშინ ეხმარება, როცა თავად სურს. პოლკოვნიკს მაგალითად მოჰყავს რუსეთ-სომხეთის მეგობრული ურთიერთობა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, რა დროსაც რუსეთმა მეგობარი ქვეყანა ომში მიატოვა. მისივე თქმით, თეორია, რომ რუსეთთან მეგობრობა შესაძლებელია არის მცდარი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის ორი რეგიონი მათ მიერაა ოკუპირებული.

ლაშა ბერიძე აღნიშნავს, რომ მთავრობისგან განსხვავებით საქართველოს მოსახლეობას სწორი კურსი უჭირავს, რაც მისასალმებელია.


| Print |