ინტერვიუ
კიდევ გაძვირდება თუ არა საწვავზე ფასი? - ვანო მთვრალაშვილის ინტერვიუ
სურსათის ფასების მატების ერთ-ერთი მიზეზი ნავთობპროდუქტების გაძვირებაა. საქართველოში, ერთი ლიტრი დიზელისა და ბენზინის ღირებულება 4 ლარზე მეტია. ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა საერთაშორისო ბირჟებზე.იმპორტიორები მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომისა და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას ასახელებენ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის აზრით, საწვავზე ფასი აღარ გაიზრდება, შესაძლებელია, რომ მაისიდან ბენზინი მცირედით გაიაფდეს. მისი თქმით, საწვავზე ფასის მნიშვნელოვნად კლების ერთადერთი გზა, გადასახადების დროებით მოხსნა ან შემსუბუქებაა.

| Print |