ინტერვიუ
გვარამიას დაპატიმრება პოლიტიკური მართლმსაჯულების შედეგია - ედუარდ მარიკაშვილი

ნიკა გვარამიას დაპატიმრება პოლიტიკური მართლმსაჯულების შედეგია - ასე აფასებენ საზოგადოებრივ ირგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში“ მთავარი არხის გენერალური დირექტორის დაკავებას. ორგანიზაციის თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის გზიდან ჩამოშორებას, ეს კი ჩვენი ქვეყნის იმიჯს აზიანებს. მისი თქმით, საქართველოში გახლეჩილი საზოგადოება რუსეთის ინტერესებში შედის, ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია მოქალაქეების გაერთიანება და სახელმწიფოებრივად აზროვნება.
| Print |