ინტერვიუ
რა კეთდება აბასთუმანში ასტრო-ფიზიკით დაინტერესებული ვიზიტორებისთვის?

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2019 წლის ნოემბერში, ობსერვატორია საჯარო სამართლის იურიდიული პირად გადაკეთდა.

სამეცნიერო-ტექნიკური ინფრასტრუქტურის, საგანმანათლებლო და საექსკურსიო საქმიანობის სამართავად შეიქმნა ახალი დეპარტამენტები. შემუშავდა განვითარების გეგმა, რომელის მთავარი მიმართულებებია: ობსერვატორიის სამეცნიერო-ტექნიკური აღჭურვილობის ეტაპობრივი განახლება, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის გაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვა, თანამედროვე საგანმანათლებლო, საექსკურსიო, საკონფერენციო სივრცეების შექმნა.

ობსერვატორიას უკვე გადაეცა კეთილმოწყობილი ფართი თბილისის ოფისის მოსაწყობად.
| Print |