ინტერვიუ
როგორ დავიცვათ თავი ყირიმ-კონგოს ვირუსული ინფექციისგან - სპეციალისტის რჩევები

სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევები გაიზარდა. რეგიონში, 2022 წელს, ექვს თვეში, ლაბორატორიულად დადასტურებული 23 შემთხვევაა აღრიცხული. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევების ზრდის ფონზე მოსახლეობას სიმშვიდისკენ და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ სპეციალისტები. ექიმ-ინფექციონისტის ქეთევან ჯინჭველაძის თქმით, ვირუსის ცნობადობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია და მოსახლეობის მიმართვიანობაც ხშირ შემთხვევაში დროული. შემთხვევების მატებას კი გამარტივებულ დიაგნოსტიკას უკავშირებს. როგორ უნდა დავიცვათ თავი ვირუსისგან, რეკომენდაციებს ექიმი-ინფექციონისტი ქეთევან ჯინჭველაძე იძლევა.
| Print |