ინტერვიუ
რუსულ დეზინფორმაციას საქართველოში არავინ ეწინააღმდეგება - ბატიაშვილი

სოფელ დამალაში პრორუსული განწყობები ჭარბობს. მოსახლეობის განწყობები არ უკვირთ პოლიტოლოგებს. რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსული დეზინფორმაციის მანქანის მუშაობას საქართველოში არავინ ეწინააღმდეგება, რის გამოც საინფორმაციო ომის ,,შედეგები“ ოკუპანტ ქვეყანას უკვე აქვს.

რუსეთის გავლენის ქვეშ განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობები ექცევიან, რომლებმაც სახელმწიფო ენა არ იციან და ამის გამო, ინფორმაციას რუსული სატელევიზიო არხებიდან იღებენ. ბატიაშვილის თქმით, სახელმწიფოს მთავარი ამოცანა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხებისა და აზერბაიჯანელებისთვის ქართული ენის შესწავლა უნდა იყოს.
| Print |