ინტერვიუ
"წელიწადზე მეტია ერთი და იგივე ეპიცენტრულ კერებში "ურტყამს" მიწისძვრები" - თეა გოდოლაძე

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელში, ჯავახეთის ქედზე 1 115 პატარა მიწისძვრა მოხდა. მეცნიერების დაკვირვებით, წელიწადზე მეტია ერთი და იგივე ეპიცენტრში დღეში რამდენიმე მცირე მიწისძვა ხდება. ეს ფაქტი სპეციალისტებისთვის გასაკვირი არ არის, ვინაიდან ჯავახეთი პოსტვულკანური აქტივობებით ხასიათდება. დირექტორის თეა გოდოლაძის თქმით, ჯავახეთის ქედზე რამდენიმე აქტიური კერაა, თუმცა ეს პროცესები მოსახლეობისთვის საშიში არ არის.

სეისმურად აქტიურ რეგიონს ქართველ სპეციალისტებთან ერთად, სწავლობენ მეცნიერები აზერბაიჯანიდან, აშშ-დან, სომხეთიდან, თურქეთიდან, კანადიდან და უნგრეთიდან. პროექტს აშშ-ს მთავრობა აფინანსებს.
| Print |