ინტერვიუ
რა სიახლეები იგეგმება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში? - ინტერვიუ რექტორთან

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი სიახლეებით დაიწყო. საგანმანათლებლო დაწესებულება რამდენიმე პროგრამის აკრედიტაციისთვის ემზადება. ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უკვე წარდგენილია ქართული ფილოლოგიის და ისტორიის პროგრამების სამი საფეხური, ინგლისური ფილოლოგიის პროგრამა, უნივერსიტეტის და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ერთობლივი, ასტრონომიის ქართულ და ინგლისურენოვანი პროგრამა და ვეტერინარიის სადოქტორო პროგრამა. უნივერსიტეტი კიდევ ორ პროგრამას ამზადებს აკრედიტაციისთვის - ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამა და სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მომზადების პროგრამა. ამის გარდა, ადმინისტრაცია მუშაობს სკოლამდელი განათლების მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე. წელს სიახლეა ისიც, რომ აპირებენ სასწავლო პროცესში უცხოელი აკადემიური პერსონალი მოიწვიონ. ისინი ლექციებს დისტანციურად ჩაატარებენ.
| Print |