ინტერვიუ
რუსეთმა ჯერ აზერბაიჯანი შეაიარაღა, მერე კი სომხეთი დაჩაგრულის პოზიციაში წარმოაჩინა - გიორგი გობრონიძე

რუსეთი არასროს ყოფილა სომხეთის რეალური მოკავშირე. მაშინ როცა, რუსეთი მოიაზრებოდა სომხეთის უმთავრეს დამცველად, იმ პერიოდშიც კი წელიწადში 2 მილიარდი დოლარის შემტევით შეიარაღებას ყიდდა აზერბაიჯანზე, რომელიც პირდაპირ ზრდიდა სომხეთისკენ მიმავალ სამხედრო საფრთხეებს.

ეს არის ფასი, რისთვისაც სამწუხაროდ, სომხეთი იხდის რუსეთთან მოკავშირეობისათვის - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. რატომ მიიჩნევს გიორგი გობრონიძე, რომ შეტაკებები სამხედრო ინციდენტს გაცდა და რატომ უწოდებს სამხედრო სერიოზულ ოპერაციას სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაწყებულ მორიგ სროლებს - მოვისმინოთ ინტერვიუ, რომელიც მეცხრე არხმა ჩაწერა.
| Print |