ინტერვიუ
"მე ვმუშაობ ჩემი რეგიონისთვის და ვთვლი, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებ " - რიმა ღარიბიანი

სამცხე-ჯავახეთში მომუშავე მედია ორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციირებულ კანონპროექტს, უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, ეხმიანებიან.

მედიაგამოცემა jnews.ge -ის მთავარი რედაქტორი რიმა ღარიბიანი ფიქრობს, რომ აღნიშნული კანონის მიღება საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დამოუკიდებლობას, დახურვის პირას აღმოჩნდება რეგიონული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი. შეუძლებელი იქნება განსხვავებული აზის დაფიქსირება.

ღარიბიანს იმედი აქვს, რომ პარლამენტი აღნიშნულ კანონს არ მიიღებს.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;

  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);

  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

  • კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ჩაატაროს კვლევა. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები:

  • იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი;

  • დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.
| Print |