ინტერვიუ
"სტატუსი - უცხოური გავლენების აგენტი ჩემთვის შეურაცხმყოფელია" - გულო კოხოძე

სამცხე-ჯავახეთში მომუშავე მედია ორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციირებულ კანონპროექტს, "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, ეხმიანებიან.

მედია სახლ "სამხრეთის კარიბჭეს" დირექტორი გულო კოხოძე აცხადებს, რომ უცხოური გავლენების აგენტის წოდება მისთვის შეურაცხმყოფელია.

კოხოძე "მეცხრე არხთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის მიერ მიღებული დაფინანსების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი ნახვა, შესაბამისად ყველაფერი გამჭვირვალე და ნათელია.

"სამხრეთის კარიბჭეს" დირექტორს მიაჩნია, რომ ეს კანონი სამოქალაქო საზოგადოების გაუქმებისკენაა მიმართული.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
  • ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);

  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

  • კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ჩაატაროს კვლევა. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები:

  • იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი;

  • დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.
| Print |