ინტერვიუ
"რომ არ ყოფილიყო სამოქალაქო სექტორი და მედია ცვლილებისთვის ნიადაგი არ მომზადდებოდა"- ცირა მესხიშვილი

სამცხე-ჯავახეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციირებულ კანონპროექტს, "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, ეხმიანებიან.

ა/ო ასოციაცია "ტოლერანტის" ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი აღნიშნული კანონპროექტის გამო შეშფოთებულია და ფიქრობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შეურაცხმყოფელია.

მისივე თქმით, ამ კანონის უცხოურ ანალოგებთან შედარება არაფრის მომცემია, რადგან ის კანონები ბევრი წლის წინ მიიღეს და სულ სხვა მიზანი ჰქონდა.

მესხიშვილი განმარტავს, რომ ამ კანონის მიღება სხვა საფრთხეებთან ერთად ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.



დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
  • ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;

  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);

  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

  • კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ჩაატაროს კვლევა. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.

    პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები:
  • იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი;

  • დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.
| Print |