ინტერვიუ
"რუსეთის ნებისმიერი საქციელი იყო საქართველოს დაკნინებისკენ მიმართული"- ზურაბ მაღრაძე

"რუსეთის ნებისმიერი საქციელი იყო საქართველოს დაკნინებისკენ მიმართული"- ასე აფასებს აბრეშუმის გზის ასოციაციის მმართველი პარტნიორი ზურაბ მაღრაძე რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ავიარეისების აღდგენას.

მაღრაძის თქმით, რუსეთი საქართველოს ეკონომიკურ შანტაჟს ვეღარ განახორციელებს, რადგან საკუთარი ეკონომიკა რეგრესს განიცდის.

ფრენების აღდგენა სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას, რომლებსაც რუსეთში ავტომობილით უწევთ მგზავრობა, გადაადგილებას გაუმარტივებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსკოვის ყველა დაპირება რეალობად იქცევა.
| Print |