ლაბაძეების შეჭირვებული ოჯახი, რომელსაც სახელმწიფომ სოციალური დახმარება მოუხსნა
დალი ხრიკაძე დახმარებას ჯანდაცვის სამინისტროს და ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს. აწყურში მცხოვრებ ლაბაძეების ოჯახს, სოციალურად დაუცველის სტატუსი, რამდენიმე თვის წინ მოეხსნა. სამსულიანი ოჯახის ორ წევრს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მათი შემოსავალი მამა–შვილის პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდობის პენსია – 260 ლარია, რომელიც ძირითადად მედიკამენტებს ხმარდება. იური ლაბაძეს ხუთი წელია ორივე თირკმელი გაჩერებული აქვს და იძულებულია, ყოველ ოთხ საათში ერთხელ, დიალეზი სახლში გაიკეთოს.

დალი ხრიკაძე დახმარებას ჯანდაცვის სამინისტროს და ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს. აწყურში მცხოვრებ ლაბაძეების ოჯახს, სოციალურად დაუცველის სტატუსი, რამდენიმე თვის წინ მოეხსნა. სამსულიანი ოჯახის ორ წევრს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მათი შემოსავალი მამა–შვილის პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდობის პენსია – 260 ლარია, რომელიც ძირითადად მედიკამენტებს ხმარდება.

იური ლაბაძეს ხუთი წელია ორივე თირკმელი გაჩერებული აქვს და იძულებულია, ყოველ ოთხ საათში ერთხელ, დიალეზი სახლში გაიკეთოს.

თვეში ერთხელ, როცა პენსიას აიღებს, თბილისში, კათეტერის გამოსაცვლელად მიდის. ფიზიკურად მუშაობა არც მას და არც მის შვილს  შეუძლია.

ლაბაძეების 26 წლის შვილს ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. მან დაბადებისას ტრავმა მიიღო, რის გამოც, მარცხენა ხელისა და ფეხის მოძრაობა უჭირს. დალი ხრიკაძე ამბობს, რომ შვილს დამამშვიდებელ მედიკამენტებს ყოველდღიურად აძლევს, თუმცა პერიოდულად მდგომარეობა მძიმდება. ახალგაზრდა მამაკაცი ხშირად გაღიზიანებულია და აგრესიული ხდება.

ოჯახს მიწის ნაკვეთი აქვს, მაგრამ იმის გამო, რომ მამაკაცებს ფიზიკურად მუშაობა არ შეუძლიათ, ნიადაგი ხშირად დაუმუშავებელი რჩება. ლაბაძეები, ძირითადად თანასოფლელების დახმარების იმედად არიან.

 

რატომ მოეხსნა სოციალურად დაუცველის სტატუსი ლაბაძეების ოჯახს – სოციალური მომსახურების სააგენტოში რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. დავით გოგალაძე განმარტავს, რომ ქულათა დათვლის მეთოდოლოგია შეიცვალა, თუმცა მთავარი ფაქტორი მაინც ისაა, რომ ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში რამდენიმე ცვლილება დაფიქსირდა, რაც ქულების რაოდენობაზე ახდენს გავლენას.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ხუთი წლის განმავლობაში, სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა რაოდენობა, თანდათან იკლებს. 2012 წლიდან 2016 წლამდე, აღნიშნული სტატუსის მქონე ადამიანთა რაოდენობა, 505  შემცირდა.

 


| Print |