რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრს ახალი მანქანები გადაეცემა
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 20 ახალი მანქანა გადაეცემა. სამინისტროს ინფორმაციით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ავტომობილები უკვე საქართველოშია. ამ დროისთვის მათი სამედიცინო წესით აღჭურვა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა პირადად გაეცნო. აღჭურვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 20 მაღალი გამავლობის მანქანა რეგიონებში განაწილდება. რაიონულ სამსახურებს სპეც-ავტომობილები საჭიროების მიხედვით გადაეცემა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი 180 საშუალო და მაღალი გამავლობის მანქანით 2014 წელს აღიჭურვა.  20 ახალი სპეც-ავტომობილის გადაცემის შედეგად, რეგიონული სასწრაფოს ავტოპარკი სრულად განახლდება. სასწრაფო დახმარების 10 ავტომობილი სამცხე–ჯავახეთს 2014 წლის დეკემბრის თვეში გადაეცა. “იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ რეგიონს დამატებითი ეკიპაჟი ესაჭიროება, სამინისტროს გადაწყვეტილებით მაღალი გამავლობის ავტომობილები რეგიონს კვლავ გადაეცემა” –  განმატავენს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

12961692_618425668323087_8133379233717554737_nრეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 20 ახალი მანქანა გადაეცემა.

სამინისტროს ინფორმაციით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ავტომობილები უკვე საქართველოშია. ამ დროისთვის მათი სამედიცინო წესით აღჭურვა მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა პირადად გაეცნო.

აღჭურვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 20 მაღალი გამავლობის მანქანა რეგიონებში განაწილდება. რაიონულ სამსახურებს სპეც-ავტომობილები საჭიროების მიხედვით გადაეცემა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი 180 საშუალო და მაღალი გამავლობის მანქანით 2014 წელს აღიჭურვა.  20 ახალი სპეც-ავტომობილის გადაცემის შედეგად, რეგიონული სასწრაფოს ავტოპარკი სრულად განახლდება.

სასწრაფო დახმარების 10 ავტომობილი სამცხე–ჯავახეთს 2014 წლის დეკემბრის თვეში გადაეცა. “იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ რეგიონს დამატებითი ეკიპაჟი ესაჭიროება, სამინისტროს გადაწყვეტილებით მაღალი გამავლობის ავტომობილები რეგიონს კვლავ გადაეცემა” –  განმატავენს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

| Print |