,,გაიღე სისხლი გადაარჩინე ბავშვების სიცოცხლე“ – ამ სახელწოდების აქცია იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებულმა სისხლის ბანკმა ჩაატარა. მასში მონაწილეობა ახალციხის რესურს ცენტრის თანამშრომლებმა, ქალაქისა და თემის პედაგოგებმა, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიიღეს. აქციის მონაწილეებს სისხლის უფასო კვლევა ოთხ საშიშ ინფექციაზე ჩაუტარდებათ. კვლევის პასუხები მათთვის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
პროექტის მიზანი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის აღმოფხვრაა.
აქციაში მონაწილეობაა 50–მდე მოხალისემ მიიღო.