ახალციხეში სარეაბილიტაციო–გამაჯანსაღებელი ცენტრი ,,სკენარ ჯორჯია“ გაიხსნა
27 წლის რუდიკ ირიციანმა, შვიდი წლის შემდეგ, პირველი ნაბიჯები გადადგა. მეთერთმეტე დღეა, სარეაბილიტაციო–გამაჯანსაღებელ ცენტრ ,,სკენარ ჯორჯიაში,“  სკენარ თერაპიის კურსებს გადის. მას ელექტროიმპულსებით მკურნალობენ, რაც თანდათან, პარალიზირებული კიდურის აღდგენას იწვევს. უბედურმა შემთხვევამ, რომელიც შვიდი წლის წინ მოხდა, ახალგაზრდა მამაკაცის კისრის ორი მალის მოტეხილობა გამოიწვია, რის გამოც ირიციანი გადაადგილებას მხოლოდ ეტლით ახერხებს.

27 წლის რუდიკ ირიციანმა, შვიდი წლის შემდეგ, პირველი ნაბიჯები გადადგა. მეთერთმეტე დღეა, სარეაბილიტაციო–გამაჯანსაღებელ ცენტრ ,,სკენარ ჯორჯიაში,“  სკენარ თერაპიის კურსებს გადის. მას ელექტროიმპულსებით მკურნალობენ, რაც თანდათან, პარალიზირებული კიდურის აღდგენას იწვევს.

უბედურმა შემთხვევამ, რომელიც შვიდი წლის წინ მოხდა, ახალგაზრდა მამაკაცის კისრის ორი მალის მოტეხილობა გამოიწვია, რის გამოც ირიციანი გადაადგილებას მხოლოდ ეტლით ახერხებს.

სარეაბილიტაციო–გამაჯანსაღებელ ცენტრ ,,სკენარ ჯორჯიაში,“ სკენარ თერაპიას ერევნიდან მოწვეული ექიმი, რუბენ არუთუნიანი ატარებს. იგი ამბობს, რომ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ეს მეთოდი, საქართველოს მოსახლეობისთვის სიახლეა, თუმცა მას რუსეთსა და ცენტრალური ევროპის უმეტეს ქვეყანაში წარმატებით იყენებენ.

თანამედროვე აპარატურის ელექტრო იმპულსების საშუალებით, ორგანიზმის სრული გაამოკვლევაა შესაძლებელი. ხანმოკლე პროცედურის შემდეგ, აპარატი ყველა ორგანოსა და პრობლემის შესახებ, დეტალურ ანალიზს იძლევა.

ხერხემლის პათოლოგიები, სახსრების ართრიტი, შაქრიანი დიაბეტი, ცერებრალური დამბლა, ახლომხედველობა, სამწვერა ნერვის ანთება, სმენის დაქვეითება, ინსულტი და პოტენციის აღდგენა – აღნიშნული პრობლემების მკურნალობა ახალციხეში, დიდიმამიშვილის  14 ნომერში მდებარე სარეაბილიტაციო–გამაჯანსაღებელ ცენტრ ,,სკენარ ჯორჯიაშია“ შესაძლებელი.


| Print |