ჯანდაცვა
აბასთუმანში ახალაშენებული სარეაბილიტაციო ცენტრის მენეჯერად კახა ბერიძე დაინიშნა

 

აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დასრულდა. დაწესებულებაში კლინიკური მენეჯერის პოზიციას ახალციხის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, კახა ბერიძე იკავებს. 

„დირექტორი ცალკეა, სამედიცინო დარგში მენეჯერი მე ვიქნები. მაისიდან ვარ ოფიციალურად დანიშნული“, - ამბობს კახა ბერიძე.

დირექტორი რევაზ ჟღენტია, რომლსაც აქამდე ტუბსაავადმყოფოს ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა.

აბასთუმანში, ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას მაისის ბოლოს ვარაუდობენ.


სარეაბილიტაციო ცენტრი კურორტ აბასთუმნის შესასვლელში

| Print |