ჯანდაცვა
ახალგაზრდა მამაკაცს გველმა უკბინა

 

ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალგზარდა მამაკაცს ფეხზე ქვეწარმავალმა უკბინა. როგორც თავად ამბობს, მინდორში ყოფნისას გველი ვერ შენიშნა.

 

მინდორში გავედი. არაფერი დამინახავს, ალბათ ბალახებში იმალებოდა. ფეხზე რაღაც ვიგრძენი, როგორც კი მივხვდი, რომ გველი იყო, მაშინვე ხელი ვტაცე და მოვიშორე“.

ქვეწარმავლის კბენის შემდეგ ექიმისთვის არ მიუმართავს. პირველადი დახმარება საკუთარ თავს თავად აღმოუჩინა და სისხლი ორგანიზმიდან გამოდევნა. ექიმს მხოლოდ მესამე დღეს მიაკითხა. ,,ექიმმა მითხრა, სანერვიულო არაფერიაო, აცრაც არ გამიკეთებია, - გვიყვება ახალგაზრდა მამაკაცი.

2019 წელს, გველის მიერ ადამიანის დაგესვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა ახალციხის სამედიცინო დაწესებულებებში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ქვეწარმავლის ნაკბენის საწინააღმდეგო ,,ანტიგიურზინის“ საჭირო მარაგი, სახელმწიფოს ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის გადაცემული აქვს.  

სავალდებულო მარაგი საქართველოს ყველა რაიონს ყოველწლიურად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიეწოდებათ“, – ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი. მისივე თქმით, სამცხე–ჯავახეთის რეგიონში შხამიანი გველები არ არიან და ამიტომ კლინიკებში ქვეწარმავლის ნაკბენით მიმართვიანობა მცირეა.

| Print |