ჯანდაცვა
ანდაში ცულით დაჭრილი მამაკაცები კლინიკაში რჩებიან

 

სოფელ ანდაში, თავისა და ზურგის არეში ცულით დაჭრილი ორივე მამაკაცი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებებში აგრძელებს. 64 წლის რ.ბ. თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში რჩება. მას ოპერაცია ჩაუტარდა და მართვითი სუნთქვის აპარატზეა.

"ოპერაცია გაუკეთეს, როგორც ოჯახის წევრებს ექიმებმა უთხრეს, კარგად ჩაიარა, მაგრამ მდგომარეობა მძიმეა. ახლა აპარატზეა შეერთებული, მდგომარეობას აკვირდებიან და ამის მიხედვით გადაწყვეტენ როდის გააღვიძებენ", - გვითხრა პაციენტის ნათესავმა.

მეორე დაშავებული, რომელსაც ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება, თუმცა 54 წლის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"მდგომარეობა სტაბილურია, ამჟამად რჩება სტაციონარში და აგრძელებს მკურნალობას", - გვითხრა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ხარისხის მენეჯერმა რუსუდან მამუკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ახალციხის სოფელ ანდაში თანასოფლელმა ორი მამაკაცი ცულით დაჭრა. ბრალდებული მალევე დააკავეს.

 

| Print |