ჯანდაცვა
ბორჯომში, ავარიისას დაშავებულ ქალს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

 

ქალი, რომელსაც ბორჯომის ცენტრში სატვირთო ავტომობილი დაეჯახა, კლინიკაში რჩება და მკურნალობას განაგრძობს. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„მდგომარეობა სტაბილურია, ოპერაცია ჩატარდა, მარცხენა ქვედა კიდურის ამპუტაცია მოხდა“,
- გვითხრა ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ.

72 წლის ქალი ბორჯომის ცენტრში ყვავილებს ჰყიდდა. ახლობლების თქმით, ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. პენსიონერი გზას ზებრა გადასასვლელზე კვეთდა, რა დროსაც სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

 

| Print |