ჯანდაცვა
„შესაძლებელია შემოდგომაზე წითელამ ისევ იფეთქოს“, - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

 

„მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმამდეა დასული წითელას შემთხვევების რაოდენობა, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში, წითელას შემთხვევების მატებას პროგნოზირებენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცახდებენ, რომ 2019 წელი, მსოფლიოს წითელას უჩვეულოდ ფართოდ გავრცელების წლად დაამახსოვრდება, ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველო იქნება. საქართველოში, 6 სექტემბრის მონაცემებით, წითელას 3 910 შემთხვევაა რეგისტრირებული, ლეტალურად დასრულდა 2, ყოველკვირეულად კი 5-10 საქართველოს მოქალაქე, წითელათი ვირუსდება.

„გვინდა შევახსენოთ მოსახლეობას, გადაამოწმონ თითოეული ბავშვის აცრის კალენდარი. ბავშვი იცრება ორჯერ: ერთი და ხუთი წლის ასაკში. თუ სკოლაში შემსვლელი ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, ვთხოვოთ მის მშობელს თუ, რა თქმა უნდა, აბსოლუტური წინააღმდეგობა აცრის არ არის, მიიყვანონ ბავშვი პოლიკლინიკაში და აცრან“, – აცხადებს ნდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

 

| Print |