ჯანდაცვა
აბასთუმნის ფილტვის ცენტრის გახსნის თარიღმა კიდევ გადაიწია

 

აბასთუმნის ფილტვის ცენტრი სექტემბერში აღარ გაიხსნება. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შენობა ბენეფიციარების მისაღებად ყველა მხრივ მზად არის, თუმცა მოსაგვარებელია დოკუმენტები.

ცენტრის დირექტორი "მეცხრე არხთან" აცხადებს, რომ შენობა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრს გადაეცა, ახლა კი შპს "აბასთუმნის ფილტვის ცენტრს" უნდა გადაეცეს. რევაზ ჟღენტი ვარაუდობს, რომ პირველი ბენეფიციარების მიღებას ოქტომბერში შეძლებენ.

100 პაციენტზე გათვლილი ცენტრის მშენებლობა ფონდმა "ქართუმ"  2018 წლის სექტემბერში დაიწყო და დაახლოებით, 6 მლნ. ლარამდე დაჯდა. ცენტრის მშენებლობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ტუბსაავადმყოფოს ადგილზე სასტუმროს მშენებლობა გადაწყდა. 

ამავე თემაზე: 

აბასთუმანში ტუბსაავადმყოფო დაიხურა

წიწვოვანი ტყიდან ხეხილის ბაღებში გადატანილი ტუბსაავადმყოფო

აბასთუმანი ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტების გარეშე

სასტუმრო ტუბსაავადმყოფოს ნაცვლად - აბასთუმანში „ზეკარი“ დაანგრიეს

აბასთუმანში პაციენტების რეაბილიტაციას სახელმწიფო დააფინანსებს
| Print |