ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსისა და C ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობა დაიწყო(ვიდეო)
სამცხე-ჯავახეთის პირველადი ჯანდაცვის რგოლში ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსისა და C ჰეპატიტის ინტეგრირებული სკრინინგის დანერგვის ხელშეწყობისათვის, მოსახლეობას სრულიად უფასოდ, შეუძლია მიიღოს შემდეგი მომსახურებები: დაავადებათა გამოვლენა, სკრინინგი და მკურნალობის კომპონენტში ჩართვა.პროექტის განხორციელების შესახებ, 3 ოქტომბერს, სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტის მიზანია C ჰეპატიტით, აივ ინფექცია/შიდსითა და ტუბერკულოზით გამოწვეული ავადობის, სიკვდილობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება დაავადების ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მკურნალობის ხელშეწყობის მიზნით.

პროგრამის დირექტორის ლუკა კილაძის თქმით, საქართველოში კვლავაც მაღალი რჩება ტუბერკულოზით, აივ ინფექცია/შიდსითა და C ჰეპატიტით გამოწვეული დაავადებული ადამიანების რაოდენობა.



ოჯახის ექიმის კონსტანტინე დგებუაძის აზრით, ეს ის დაავადებებია, რომელსაც დამარცხება სჭირდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მონაწილეობით.

| Print |