ჯანდაცვა
დაშავებულები კლინიკაში ხვალ დილამდე დარჩებიან
,,ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანილ მგზავრთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამ დროისათვის არავითარი მანიპულაცია დაგეგმილი არ გვაქვს. დაახლოებით 70 წლამდე ქალბატონებს სხეულის ზედაპირული დაჟეჟილობები აღენიშნებათ. ორივე მათგანი ხვალ დილამდე დარჩება სავადმყოფოში. მათი მდგომარეობა სტაბილურია" - აცხადებს მეცხრე არხთან კლინიკის დირექტორი ბესო ბურჯალიანი.

ბესიკ ბურჯალიანის თმით, ორივე დაშავებული კლინიკაში დაახლოებით 20:30 სთ-ზე, სხვადასხვა მანქანით მიიყვანეს. 

ავარია, სოფელ ჭაჭარაქთან დაახლოებით 20:10 სთ-ზე მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევა 6 ოქტომბერს, ახალციხე-ასპინძის ცენტრალურ გზაზე მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.


შეიძლება, დაგაინტერესოთ:

ჭაჭარაქში სამი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა

| Print |