ჯანდაცვა
როგორია ჭაჭარაქთან, ავარიისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა?
ახალციხის სოფელ ჭაჭარაქთან, ექვს ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მგზავრიდან ერთ-ერთი მკურნალობას ისევ კლინიკაში აგრძელებს, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, მეორე კი დღეს, შვიდ ნოემბერს გაეწერა.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ამბობენ, რომ ორივე დაშავებული საპენსიო ასაკის ქალია.

„ერთ დაშავებულს გუშინ ღამე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, გაუკეთდა ბარძაყის ძვლის ჩასწორება. რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ტრავმატოლოგი გადაწყვეტს, როდის დატოვებს კლინიკას. მეორე ქასლი, რომლის მდგომარეობა დამაკლაყოფილებელი იყო, გაეწერა კლინიკიდან“, - გვითხრა კლინიკის დირექტორმა ბესიკ ბურჯალიანმა.

ორივე დაშავებულს სხეულზე დაჟეჟილობები აღენიშნებოდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში ექვს ოქტომბერს, დაახლოებით 20:30 სთ-ზე შეიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხე-ასპინძის ცენტრალურ გზაზე მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ამავე თემაზე: 

ჭაჭარაქში სამი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა

დაშავებულები კლინიკაში ხვალ დილამდე დარჩებიან
| Print |