ჯანდაცვა
ახალქალაქში, სასწრაფო დახმარება არასაკმარისი ექიმების გამო ჩივის
ახალქალაქის მუნიციპალიტეტს სასწრაფო სამედიცინო დახმარება 8 ექიმმა უნდა გაუწიოს, თუმცა ამჟამად ცენტრს მხოლოდ 5 ექიმი ჰყავს.

დღეში 2 ბრიგადა მუშაობს, რომელიც ყოველ 4 დღეში ერთხელ ისვენებს.

ახალქალაქის რაიონული სასწრაფო დახმარების ცენტრის მენეჯერი იერემ იეჟოიანი ამბობს, რომ კადრების დეფიციტი მუნიციპალიტეტს დიდი ხანია აწუხებს.

”ორივე გუნდში უნდა გვყავდეს 8 ექიმი, მაგრამ მხოლოდ 5 ექიმი გვყავს. წარმოიდგინეთ, ამ სამი ექიმის დატვირთვას დანარჩენები ასრულებენ. ახალქალაქის პირობებში ეს ძალიან ცოტაა”, - ამბობს იერემ იეზოიანი.

მენეჯერის თქმით, სასწრაფო დახმარების ცენტრი მზად არის გახსნას მესამე გუნდი, დააფინანსონ და უზრუნველყონ მანქანით, მაგრამ ამ ჯგუფისთვის ექიმები არ არიან.

დასაქმების შესახებ განცხადებები წარდგენილია, მაგრამ ამ დრომდე არცერთი განცხადება არ არის შესული.

| Print |