ახალციხეში სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია მიმდინარეობს
ახალციხეში სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია მიმდინარეობს. კლინიკა ,,ჰელსიკორის” წარმომადგენლები რეგიონის წამყვან სპეციალისტებს შეხვდნენ და კარდიოლოგიურ და სხვა სახის პრობლემებზე ისაუბრეს.

ახალციხეში სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია მიმდინარეობს. კლინიკა ,,ჰელსიკორის” წარმომადგენლები რეგიონის წამყვან სპეციალისტებს შეხვდნენ და კარდიოლოგიურ და სხვა სახის პრობლემებზე ისაუბრეს.

კონფერენცია 25 ნოემბერს რესტორან ,,რაბათში” გაიხსნა. 26 ნოემბერს კლინიკა ,,ჰელსიკორის” წამყვანი სპეციალისტები კარდიოლოგიურ და ანგიოლოგიურ დიაგნოსტიკასა და კონსულტაციებს ახალქალაქში, კლინიკა ,,ჰემაში” ფასდაკლებით ჩაატარებენ.

ისრაელ–საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრი ,,ჰელსიკორი,” სადაც ძირითადად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული სამედიცინო პერსონალი მუშაობს, 2014 წელს გაიხსნა.


| Print |