ჯანდაცვა
მანქანის დაწვისას დაშავებული მამაკაცი კლინიკიდან გაწერეს

 

22 წლის ახალგაზრდა, რომელიც გვიან ღამით, ავტომობილის დაწვისას დაშავდა, კლინიკა დატოვა. ექიმების თქმით, მამაკაცს სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, დახმარების აღმოჩენის შემდეგ კი გაეწერა. 

"იყო მსუბუქად დაშავებული. ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და გაეწერა ბინაზე", - გვითხრა კლინიკის დირექტორმა ხათუნა კეკელაშვილმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. სოფელ ბენარასთან BMW-ს მარკის ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა 17 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა. ავტომობილი, რომელშიც სამი მგზავრი იჯდა, სრულად დაიწვა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


ასევე, დაგაინტერესებთ:

ავარია ბენარაში - ცეცხლი BMW-ს გაუჩნდა

| Print |