ჯანდაცვა
ბორჯომში ავარიისას სამი ადამიანი, მათ შორის მოზარდი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა ბორჯომში, სოფელ ზანავთან. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. შემტხვევბის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი ორი ქალი და ერთი არასრულწლოვანი გოგონა. სამივე მათგანი ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის თქმით, დაშავებულებს ამბულატორიული მომსახურება გაეწია, რის შემდეგაც სახლში დღესვე გაეწერებიან.

„ერთ ქალს აქვს ნეკნის მოტეხილობა, 15 წლის გოგონას და მეორე ქალს ზედაპირული ექსკორიაციები. სიცოცხლისთვის საშიში არ არის“, - გვითხრა ირაკლი დიასამიძემ.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
| Print |