ჯანდაცვა
"მძიმე მდგომარეობაა" - ავარიისას დაშავებულ ბიჭს საოპერაციოდ ამზადებენ

 

24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ახალციხე-ადიგენის გზაზე, ფარეხასთან ავარიისას დაშავდა, თბილისის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში იმყოფება. კლინიკური მენეჯერის თქმით, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. თ.ს.-ს სხვა დაზიანებებთან ერთად, კისრის მალისა და ბარძაყის მოტეხილობა აქვს.

"პაციენტი აპარატულ სუნთქვაზე იმყოფება. აქვს კისრის მეხუთე-მეექვსე მალების მოტეხილობა, ზურგის ტვინის დაჟეჟილობა და მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. მზადდება საოპერაციოდ, მაგრამ მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმეა, პოლიტრავმაა და ამიტომ ვერ გეტყვით რა მოხდება.
ორი ოპერაცია სჭირდება. პირველ რიგში კისერზე ჩაუტარდება, ბარძაყის ძვლის შეიძლება ამავე ოპერაციის ფარგლებში გავაკეთოთ, ან რამდენიმე დღეში",
- გვითხრა ბუბა შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ფარეხასთან 22 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა. ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილებიც და დაშავებულიც ახალციხელები არიან. 

ამავე თემაზე: 
ფარეხასთან ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

 

| Print |