ჯანდაცვა
ფარეხასთან ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

 

24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ახალციხე-ადიგენის გზაზე, ფარეხასთან ავარიისას დაშავდა, თბილისის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში დღეს, ორ დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე გარდაიცვალა.

ახალციხელ თ.ს.-ს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა, მათ შორის კისრის მალების მოტეხილობა და პოლიტრავმა. კლინიკური მენეჯერის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ისე გარდაიცვალა, რომ გონზე არ მოსულა.

"მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, რთული პაციენტი იყო, მძიმე ტრავმა, დაზიანებები რთულ ადგილზე. ეს ნებისმიერ დროს იყო მოსალოდნელი. გონზე არ მოსულა. ტრავმების უმრავლესობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო", - გვითხრა ბუბა შალამბერიძემ.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც თ.ს. დაშავდა ფარეხასთან 22 ნოემბერს მოხდა. ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. თ.ს. თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

| Print |