ჯანდაცვა
ხათუნა კეკელაშვილმა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორის პოსტი დატოვა
ახალციხის რეფერეალური ჰოსპიტალის დირექტორად და ევექსის რეგიონულ კოორდინატორად, 3 დეკემბერს,  რევაზ კუჭუხიძე დაინიშნა. მისი წარდგენა თანამშრომლებთან დღეს მოხდა. ჰოსპიტლის დირექტორობამდე იგი თბილისში, ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას ხელმძღვანელობდა.

კუჭუხიძემდე ეს პოსტი ხათუნა კეკელაშვილს ეკავა, რომელიც ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორად ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში მუშაობდა.

,,დღეს ბატონი რევაზი ოფიციალურად უკვე წარსდგა თანამშრომლების წინაშე, როგორც ხელმძღვანელი. მას მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მე კი თბილისში გავაგრძელებ საქმიანობას" - აცხადებს ხათუნა კეკელაშვილი.

ხათუნა კეკელაშვილი, ევექსის ქსელის კავკასიის მედიცინის ცენტრში ხარისხის დირექტორის პოზიციაზე მუშაობას ოფიციალურად 4 დეკემბრიდან შეუდგება.
| Print |