ჯანდაცვა
საქართველოში ზამთრის სეზონზე H1N1-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

 

საქართველოში ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, A ტიპის ვირუსის გარდა უკვე ცირკულირებს B ტიპის ვირუსები, რომლებიც შედარებით მსუბუქი სიმტპომატიკით ხასიათდება.

ცენტრში ამბობენ, რომ A ტიპის გრიპის ვირუსის H1N1-ის შტამით ინფიცირების შემთხვევა ბათუმში გამოვლინდა და პაციენტი მოზარდია. H2N3 კი თბილისში, მცირეწლოვანს დაუფიქსირდა.

ორივე პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს და ისინი უკვე გამოჯანმრთელდნენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, სეზონური გრიპის შემთხვევები ერთეულია და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს რამდენჯერმე ჩამორჩება.

წყარო: 1tv.ge

 

| Print |