ჯანდაცვა
,,წელს ყველა ტიპის ვირუსი ცირკულირებს" - პედიატრი
საქართველოში სხვადასხვა სახის ვირუსი ცირკულირებს. ბოლო 2 კვირის განმავლობაში სეზონური გრიპის შემთხევებმა იმატა.

თავის ტკივილი, სახსრების ტივილი და მაღალი ტემპერატურა - ეს არის ძირითადი მახასიათებელი ნიშნები. ვირუსის ტიპის დადგენა მხოლოდ ლაბორატორიულად არის შესაძლებელი.

ექიმების რეკომენდაციაა, სიმპტომების გამოვლენისთანავე პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართოს.

,,თუ შარშან ცირკულირებდა H1N1, ანუ A ტიპის ვირუსი, წელს ყველა ტიპის ვირუსი ცირკულირებს. გრიპისთვის დამახასიათებელია მაღალი ცხელება, სამი ან ოთხი დღის განმავლობაში, სახსრების ტკივილი, თავის და თვალების ტკივილი. ასევე, ღებინება და ასეთი პაციეტები, დაავადების პერიოდში, რეკომენდებულია, გაესინჯონ ექიმს,"- განუცხადა რუსთავი2-ს მედიცინის დოქტორმა, პედიატრმა თემურ მიქელაძემ.
| Print |