ჯანდაცვა
გადაიდება თუ არა სკოლებში სწავლის დაწყება - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ვერ ხედავს აუცილებლობას, გრიპის ვირუსის გამო განათლების სამინისტროს სკოლებში ზამთრის არდადეგების გახანგრძლივების რეკომენდაციით მიმართოს. 

გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით, დაახლოებით 3%-ით არის მომატებული, თუმცა, მისივე თქმით, გრიპის ეპიდსიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.
| Print |