ჯანდაცვა
ყირიმ კონგოს სიმპტომებით ახალციხიდან თბილისში მამაკაცი გადაიყვანეს

 

39 წლის მამაკაცი ორი დღეა ახალციხიდან თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მას ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელების ყველა სიმპტომი აღენიშნებოდა. მაღალი სიცხე, კუნთების ტკივილი, სისხლდენა ცხვირიდან, პირიდან და ყურებიდან. მედიკოსებმა დაავადებაზე ეჭვი სწორედ ამის გამო მიიტანეს და თბილისში, დამატებითი კვლევებისთვის გააგზავნეს.

ეჭვი ახალციხის რეფერალურ ჰისპიტალში გაუჩნდათ, სადაც მამაკაცი მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს. კლინიკის მენეჯერის თქმით, პაციენტს კვლევების შემდეგ არა ყირიმ კონგო, არამედ ლეიკემია დაუდგინდა.

"თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, როგორც ვიცი ყირიმ კონგო ლაბორატორიულად არ დადასტურდა", - გვითხრა კლინიკის მენეჯერმა რევაზ კუჭუხიძემ.

საუნივერსიტეტო კლინიკაში ამბობენ, რომ მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია. 

"დღეს მივიღეთ პასუხი, რომელიც არის უარყოფითი. ყირიმ კონგო არ დადასტურდა. პაციენტს აქვს ტვინის შეშუპება, მწვავე ლეიკემიის ფონზე განვითარებული. უკიდურესად კრიტიკული, მძიმე მდგომარეობაა. სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია მიმდინარეობს. რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე რჩება", - გვითხრა პაციენტის მკურნალმა ექიმმა თბილისში თინათინ გაფრინდაშვილმა.

39 წლის ა.ბ. ახალციხეში ცხოვრობს. ახლობლების თქმით, მამაკაცმა კლინიკას ავად გახდომიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ მიმართა.

ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების აფეთქებისას, სიკვდილიანობის კოეფიციენტი შეადგენს 40%-ს. 

ვირუსულ ინფექციაზე უფრო მეტის გასაგებად გადადით ლინკზე: 

რა არის ყირიმ-კონგოს ცხელება?
| Print |
თეგები: ყირიმ კონგო /