ჯანდაცვა
კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველო მაღალი რისკის ქვეშ არის - ექიმი
ბოლო ორი დღეა შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების რისკები და ჩვენ უკვე ვხვდებით მაღალი რისკის ქვეშ,- ამის შესახებ პედიატრმა, „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსმა თამარ ოგბაიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და უკვე 2798 შემთხვევაა დადასტურებული.

,,27 იანვრის მონაცემებით, პაციენტთა რაოდენობა გაზრდილია, სულ 2798 შემთხვევაა. აქედან უდიდესი ნაწილი არის ჩინეთში - 2741 შემთხვევა. ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული, თუმცა საეჭვო შემთხვევები ორჯერ მეტია. აქედან მძიმე მიმდინარეობით არის 641, ლეტალური შემთხვევები გაიზარდა. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ჩინეთის გარეთ არის ვიეტნამში, იაპონიაში, ნეპალში, ტაილანდში, სინგაპურში, ასევე ცოტა მოშორებით მდებარე ქვეყნებიდან საფრანგეთში 3 შემთხვევაა, ავსტრალიამ დაადასტურა 4 შემთხვევა, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა - 5. საეჭვო შემთხვევები მსოფლიოში გაცილებით მეტია, მაგრამ ლაბორატორიულ დადასტურებას ელოდებიან. წინა დღეებში ჩინეთში იყო ძალიან მაღალი რისკის ინფიცირება, ირგვლივ მდებარე რეგიონში - მაღალი. ბოლო ორი დღეა შეიცვალა ეს რისკები და გლობალურად გაიზარდა და მაღალი რისკია, ანუ ჩვენ უკვე ვხვდებით მაღალი რისკის ქვეშ”,- განაცხადა ოგბაიძემ.

პედიატრმა ვირუსის სიმპტომებსა და პრევენციის ზომებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ვირუსს სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსი სიმპტომები ახასიათებს და პრევენციის ზომებიც მსგავსია.

| Print |