ჯანდაცვა
რა სიმპტომებით მიმართავენ საავადმყოფოებს ახალციხელები
კორონავირუსის დავადება უკვე 17 ქვეყანაში დაფიქსირდა. მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი და ტანში მტვრევა - ის სიმპტომებია, რომელიც ჩინეთიდან გავრცელებულ ვირუსს ახასიათებს.

,,მივმართავ მოსახლეობას, ნუ მივეცემით პანიკას, არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

30 იანვრის მონაცემებით, ჩინეთიდან გავრცელებულ ვირუსს 172 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6000-ზე მეტი კი დაავადდა. სხვადასხვა ქვეყანაში ვირუსის თავიდან ასაცილებლად განსხვავებული მეთოდები გამოიგონეს. ახალციხეში ფიქრობენ, რომ კორონავირუსის გავრცელება ბანანითა და ზღვის პროდუქტებით არის შესაძლებელი.

მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი და ტანში მტვრევა - ეს ის სიმპტომებია, რომელიც ჩინეთიდან გავრცელებულ ვირუსს ახასიათებს. მსგავსი სიმპტომები აქვს ა და ბე ტიპის ვირუსებსაც. ზამთრის სეზონზე, ვირუსული ინფექციით ყველაზე ხშირად ბავშვები ავადდებიან. შესაბამისად, წლის სხვა პერიოდთან შედარებით, ზამთარში სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა მატულობს.

კლინიკა იმედს, დღის განმავლობაში 50-მდე პაციენტი მიმართავს. ბავშვთა განყოფილების ექიმი განმარტავს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან საავადმყოფოსთვის ზამთრის სეზონზე ეს ნორმალური მაჩვენებელია.

ახალი ტიპის კორონავირუსი ჩინეთში სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო სწრაფად ვრცელდება ვირუსთან დაკავშირებული ჭორები. დაავადების გავრცელების მიზეზად ბანანი, ზღვის პროდუქტები, ღამურები, ალიექსპრესის ამანათები და ალკოჰოლი, ხოლო ვირუსისგან განკურნების ერთერთ გზად მარილის ხსნარი ან სპეციალური ჩაი სახელდება. სინამდვილეში, ვირუსის გადაცემა ხდება არა მხოლოდ ჰაერწვეთოვანი გზით, არამედ თვალის ლორწოვანი გარსით. ამიტომ ექიმები ურჩევენ მოქალაქეებს, რაც შეიძლება ხშირად დაიბანონ ხელი.




| Print |