ჯანდაცვა
„განსაკუთრებით მინდა მივმართო სკოლების ხელმძღვანელებს, ბაღებს, უმაღლესებს“ - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და კორონავირუსის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა. 

მან დიდი დაწესებულებებისა და ასევე, მედიკოსების მისამართით კონკრეტული მოწოდებები გააჟღერა, მათ შორის იყვნენ სასწავლო დაწესებულებები.

გამყრელიძე რეკომენდაციით მიმართვს ყველას, რომ სასწავლო დაწესებულებებში თუ არ იქნება ხელების სადეზინფექციო საშუალებები, აუცილებლად იყოს საპონი. 

„განსაკუთრებით მინდა მივმართო სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, ბაგა-ბაღებს და უმაღლეს სასწავლებლებს, რომ ამ პერიოდში, რომც არ იყოს საშიშროება კორონა ვირუსული ინფექციის, გრიპის სეზონია ქვეყანაში და გრიპისგან, რესპირატორული ინფექციებისგან თავის დაცვის ყველაზე კარგი საშუალება არის სწორი ჰიგიენური პირობების დაცვა. ამიტომ მივეჩვიოთ ამას. როგორც თანდათან შემოვიდა ქვეყანაში კულტურა და იზრდება მოთხოვნა გრიპის საწინააღმდეგო აცრებზე. 

კორონა ვირუსის პროფილაქტიკა ზუსტად იგივეა, რაც ნებისმიერი რესპირატორული ინფექციის. თუ აქაც მივეჩვევით ე.წ. ჰიგიენური პირობების და პირადი ჰიგიენის დაცვას განსაკუთრებით დიდი თავშეყრის ადგილებში, ე.წ. ხელის ჰიგიენას, ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ რისკს რესპირატორული დაავადებების გავრცელების. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს თითოეული დაწესებულება ხელის სადეზინფექციო საშუალებებით და თუ ეს არ არის, მაშინ საპონი მაინც იყოს ყველგან, რომ ადამიანმა ხშირად დაიბანოს ხელები“,
– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ყველა დაწესებულებას დღეს გაეგზავნება სარეკომენდაციო წერილი. 

წყარო: edu.aris.ge
| Print |