ჯანდაცვა
ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 1 000 აჭარბებს
ბოლო ერთ დღეში 108 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 103 ეპიდაფეთქების ეპიცენტრში - ჰუბეის პროვინციაში.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1016-ს მიაღწია.

ინფიცირებულია 43 ათასზე მეტი მოქალაქე.

კორონავირუსის შემთხვევებთან არასათანადოდ გამკლავების გამო ჩინეთის მთავრობამ რამდენიმე მაღალჩინოსანი გაათავისუფლა. 

ქვეყნის ლიდერებმა, პრემიერ-მინისტრ ლი კეციანის ხელმძღვანელობით, გუშინ საგანგებო შეხვედრა გამართეს და ვირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

მათი თქმით, საჭიროა კიდევ უფრო მეტი დამცავი პირბადე და სპეციალური ტანსაცმლი.

ქვეყნის სხვადასხვა ნაწილიდან უხანში 20 000-მდე მედპერსონალია გაგზავნილი და მათ უახლოეს დღეებში მედიკოსთა კიდევ რამდენიმე ჯგუფი შეუერთდება.

ქვეყანაში უკვე ჩავიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამედიცინო ექსპერტთა გუნდი.

ისინი ვირუსს გამოიკვლევენ და ეცდებიან მასთან ბრძოლის გზები გამონახონ.

კორონავირუსი ჩინეთის გარდა 27 ქვეყანაში ფიქსირდება.

| Print |