ჯანდაცვა
კორონავირუსით საფრანგეთში ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ევროპაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა საფრანგეთში მოხდა.

ახალი კორონავირუსის მსხვერპლი ჩინელი ტურისტია, რომელიც საფრანგეთში სამოგზაუროდ იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები აქამდე იაპონიაში, ჰონგ-კონგსა და ფილიპინებში დაფიქსირდა, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 500-ს გადააჭარბა.

კორონავირუსის შემთხვევები ამ დროისათვის მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა.

ჩინეთში კი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1523-მდე გაიზარდა.ჩინეთში, ახალი კორონავირუსით, კიდევ 142 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1 665-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 2 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 68 500-მდე გაიზარდა.


| Print |