ჯანდაცვა
ახალციხეში ავარიისას დაშავებული რვა წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

 

ახალციხეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი იაშვილის კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რვა წლის გოგო თბილისში 16 თებერვალს, საღამოს გადაიყვანეს. კლინიკაში ამბობენ, რომ მათთან შეყვანის შემდეგ, მოზარდის მდგომარეობა არ შეცვლილა. ექიმების თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის ინტრაცერებრული სისხლჩაქცევები, ხერხემლის გულმკერდის პირველი, მეორე და მესამე მალების დაზიანებები, კისრის მალის წვეტიანი მორჩების ხაზოვანი მოტეხილობა",
- გვითხრეს იაშვილის კლინიკაში.

ავარიისას დაშავებული ორი ბავშვი ახალციხის კლინიკა "იმედიდან" გუშინვე გაწერეს. მათ ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდათ.

შემთხვევა 16 თებერვალს, ახალქალაქის გზატკეცილზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ბავშვი დაშავდა.

 

| Print |